მოსკოვის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინისთვის გაუგებარია, თუ საიდან გაჩნდა ინფორმაცია ჯანო ანანიძის ეკატერინბურგის “ურალში” განათხოვრების შესახებ.
ტარასოვკაში, “სპარტაკის” ბაზაზე დასრულებული ვარჯიშის შემდეგ, რომელშიც ანანიძეც მონაწილეობდა, კარპინმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პირველად მას სწორედ ქართველი ნახევარმცველის “ურალში” იჯარით გაშვების თაობაზე ჰკითხეს: “რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ ანანიძე შესაძლოა იჯარით “ურალში” წავიდეს?“
“წარმოდგენა არ მაქვს”, – უპასუხა კარპინმა.