ფეხბურთი

14:31 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატის” კობახიძის იჯარით აყვანა უნდა

 

უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლვოვის “კარპატის”, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის, ალექსანდრე კობახიძის იჯარით აყვანა სურს. ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტგამოცემა footballtransfer.com.ua იუწყება.

კობახიძეს დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” თამაში პრაქტიკულად არ უწევს და მისი გადაბირებით ლვოველთა მთავარი მწვრთნელია დაინტერესებული.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი “კარპატის” მიაშურებს. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონის წინ “დნიპრომ” ლვოვურ კლუბში რამდენიმე მოთამაშე გაანათხოვრა.

შეგახსენებთ, რომ “კარპატიში” ბუბა დაუშვილი ირიცხება, რომელსაც თამაშის საშუალებას არ აძლევენ.

0.117819