ფეხბურთი

15:39 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატიმ” ყენიას სანაცვლოდ 500000 დოლარი მიიღო

უკრაინული გამოცემა football.ua იუწყება, რომ ლვოვის “კარპატიმ” ლევან ყენიას სანაცვლოდ 500000 დოლარი მიიღო.

გარდა ამისა, “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის “ფორტუნადან” სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, ლვოველებს ტრანსფერიდან თანხის 30 პროცენტი ერგებათ.

ამასთანავე, ლვოველები იუწყებიან, რომ ყენიას კარიერის გერმანიაში გაგრძელების სურვილი ჰქონდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს და ამ ქვეყანას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. ამიტომ, “კარპატი” სხვა ქვეყნების კლუბების შეთავაზებას არც განიხილავდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი “კარპატიში” 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 

0.117909