ლვოვის “კარპატიმ” დნეპროპეტროვკის “დნიპროდან” თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი იჯარით აიყვანა.
20 წლის ბოხაშვილი წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინაშია დაბადებული და “დნიპროს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. აქამდე ის დნეპროპეტროვსკელთა დუბლშემადგენლობაში ირჯებოდა და პირველი გუნდში იშვიათად ათამაშებდნენ. განვლილ სეზონში, ბოხაშვილი განათხოვრებული კრივოი როგის “კრივბასში” იყო.
აქვე გეტყვით, რომ მურთაზ დაუშვილი, რომელსაც “კარპატისთან” კონტრაქტი აკავშირებს, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ახალ გუნდს ეძებს.