ფეხბურთი

12:51 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატი” დაუშვილის თაობაზე ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 

საფეხბურთო კლუბ ლვოვის “კარპატის” იურიუდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტარას პანკევიჩმა კომენტარი გააკეთა ფიფას დავათა განხილვის პალატის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად უკრაინელებს “ზესტაფონის” სასარგებლოდ მურთაზ დაუშვილის ტრანსფერისთვის 295000 ევროს გადახდა დააკისრა.

“ფიფას დავათა განხილვის პალატის ასეთი გადაწყვეტილება რას ეფუძნება ჩვენთვის უცნობია. ამიტომ, შუამდგომლობას დავაყენებთ, რომ გადაწყვეტილების სრული ტექსტი მოგვიმზადონ, თავისი სამოტივაციო ნაწილით. 

მისი მიღების შემდეგ, ნათელია, რომ “კარპატი” ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს” – იუწყება პანკევიჩის სიტყვებს “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.113355