თამაშგარე

12:07 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაროლინა სევასტიანოვას ხანმოკლე კარიერა

 

ღირსეულ და წარმატებულ სპორტსმენად გახდომა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაუღალავ ვარჯიშს და თავდადებას რომ მოითხოვს, ამაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მხატვრული ტანავარჯიშის ოლიმპიური ჩემპიონი კაროლინა სევასტიანოვა.

17 წლისMმომხიბვლელი რუსი ტანმოვარჯიშე კი გახდა მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ თამაშების დასრულებისთანავე გააკეთა განცხადება სპორტიდან წასვლის შესახებ. ალბათ მისი გულშემატკივრებისთვის გასაოცარია 17 წლის, დამწყები სპორტსმენის კარიერის დასაწეყისშივე ფარ-ხმლის ასეთი უცაბედი დაყრა.

ახლა კი, კაროლინამ განცხადება გააკეთა წასვლის შესახებ და დასძინა, რომ ეს სპორტი აბსოლუტურ თავდადებას მოითხოვს და როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ გამოფიტვას იწვევს. კაროლინას განზრახული აქვს, ტელეწამყვანი გახდეს. მომავალ ზაფხულს იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიის უმაღლეს სკოლაში სწავლას გეგმავს.

0.174527