მსოფლიო რეიტინგის მეცხრე ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი ნაადრევად ემშვიდობება რომის მასტერსს. ტურნირის პირველ წრეში, იგი დამარცხდა ახალგაზრდა სერბ ბოიანა იოვანოვსკისთან - 6:2, 4:6, 6:7.
შეხვედრა 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, დანიელმა რვაჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი შვიდჯერ დათმო. კაროლინის ანგარიშზე ასევე გახლდათ 2 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა, ბოიანას ეისი არ ჩაუწვდია და 1 ორმაგი დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებათა ისტორიაში, ანგარიში 2:1 გახდა ვოზნიაცკის სასარგებლოდ.
ტურნირის მეორე წრეში იოვანოვსკი თანამემამულე Eელენა იანკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც რამოდენიმე საათით ადრე, ასპარეზობას ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა გამოთიშა.