მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ, წარმატებული სტარტი აიღო საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის პირველ რაუნდში, მან ძალზედ იოლად გადალახა თინეიჯერი ბრიტანელის, 19 წლის ლაურა რობსონის ბარიერი - 6:3, 6:2.
მატჩი 1 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, კაროლინმა 5-ჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, 3 ეისი ჩააწოდა (საუკეთესო ჩაწოდების სიჩქარე - 172 კმ/სთ) და 10 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი 2-ჯერ დააბრეიკა დანიელი, 4 ეისი ჩააწოდა (საუკეთესო სიჩქარე 175 კმ/სთ) და ტრადიციულად ბევრი ორმაგი შეცდომაც დაუშვა - 6.
როლან გაროს მეორე წრეში, ვოზნიაცკი სერბ ბოიანა იოვანოვსკის შეხვდება, რომელმაც რამოდენიმე სათით ადრე ასპარეზობას ჩეხი ბარბარა ზახვალოვა-სტრიკოვა გამოთიშა - 6:3, 6:2.