დანიელი ჩოგბურთელი ქალი, კაროლინ ვოზნიაცკი ბოლო დროს ძალიან გაიტაცა მუსიკამ. კაროლინა აქამდე მუსიკას დიდ დროს არასოდეს უთმობდა, თუმცა, სამი თვის წინათ, ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიას საცდელ მოსმენებზე დათანხმდა და ამის შემდეგ, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
ვოზნიაცკიმ საკუთარი სიმღერა ჩაწერა, რომელიც სკანდინავიაში საკმაოდ კარგად გაიყიდა. შემოსული ფული ჩოგბურთელმა მთლიანად პარაოლიმპიური სახეობების დასაფინანსებლად გადარიცხა. ამის შემდეგ, მიკროფონი კაროლინა ვოზნიაცკის განუყრელი ატრიბუტი გახდა.
დღეს დანიელი მეჩოგნე სულ სხვა მასშტაბებზეა გასული. როგორც კაროლინა ირწმუნება, შემოდგომით შეიძლება სტადიონზეც კი ჩაატაროს კონცერტი. სტადიონზე კონცერტის გამართვა ბევრი ცნობილი მომღერლისათვისაც კი დიდი ფუფუნებაა, ჩოგბურთელისათვის მით უმეტეს... მოუსმინეთ ვოზნიაცკის სიმღერას და თავად შეაფასეთ მისი ხარისხი.
http://www.youtube.com/watch?v=5_dbcPMsK_Q