თამაშგარე

11:28 | 24.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაროლ მარტინი - პედროს ”კაროლი”

კატალონიის ”ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი მრავალი მისი თანამემამულის მსგავსად, ქალთა სქესისადმი ერთობ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა და არანაირად არ აფერმკრთალებს მსოფლიოში დამკვიდრებულ ”ესპანელი მაჩოს” იმიჯს.
აქამდე კატალონური კლუბის უპოპულარულეს ფეხბურთელებს შორის, პედრო როდრიგესი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელსაც მუდმივი პარტნიორი არ ჰყავდა და მასზე ესპანელ და არამხოლოდ ესპანელ ლამაზ ასულთა შორის ნამდვილი კონკურსი და წეწვა-გლეჯა იყო დაწყებული.
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მეგობარი გოგო პედროსაც შეურჩევია, რაც ალბათ უამრავ მის თაყვანისმცემელ გოგონას დასწყვეტს გულს. პედროს როდრიგესის რჩეულია,  25 წლის კაროლ მარტინი, რომელთან ერთად ფეხბურთელი უკვე ფართო საზოგადოებაშიც გამოჩნდა და არც ფოტოების გადაღებას მოერიდა. მოკლედ, შეიძლება პედრო როდრიგესიც დაადგეს იმ საინტერესო, მაგრამ მომქანცველ ”ბილიკს”, რასაც ოჯახური ცხოვრება ჰქვია...
 

0.134518