ჭადრაკი

14:14 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა ვადაზე ადრე იმარჯვა

ნორვეგიელმა მოჭადრაკემ მაგნუს კარლსენმა ინდოელ ვიშვანათან ანანდთან დაპირისპირების მე-10 პარტია 65-ე სვლაზე ყაიმით დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯამში, მეტოქეებს 12 პარტია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, ვინაიდან სკანდინავიელი დიდოსტატი 6.5:3.5 დაწინაურდა, გამარჯვებულიც ვადაზე ადრე გამოვლინდა.

ამგვარად, კარლსენი მე-2 ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას 30 ნოემბერს 23 წელი უსრულდება, შესაბამისად, მაგნუსმა ტიტული 22 წლის და 357 დღის ასაკში მოიპოვა.

ამ მხრივ ლიდერი გარი კასპაროვია, რომელიც ჩემპიონი 1985 წელს 22 წლის და 21 დღის ასაკში, ანატოლი კარპოვთან პაექრობისას გახდა, მე-3 კი მიხაილ ტალი გახლავთ. მან მიზანს 1960 წელს უწია, როდესაც 1960 წელს მიხაილ ბოტვინიკის 23 წლისამ აჯობა.

ცნობისთვის, აღნიშნული წარმატების წყალობით, კარლსენმა საპრიზო ფონდიდან, რომელიც 2.24 მილიონ დოლარს შეადგენდა, 1.3 მილიონი მიიღო.

ისიც ვთქვათ, რომ ნორვეგიელის რეიტინგმა 2872 ქულა შეადგინა და იგი საკუთარვე რეკორდს (2878.9) სულ მცირედით ჩამორჩება. ცხადია, მაგნუსი რეიტინგში პირველ ადგილზეა, ანანდმა კი 2773 ქულით მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

0.114561