ინდოეთის ქალაქი ჩენაი 7-28 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ვიში ანანდი (ინდოეთი) და მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინიგ-სიის ლიდერი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) დაუპირისპირდებიან.
ამ დღეებში კარლსენი ჩენაის ეწვია და სათამაშო-საცხოვრებელი პირობები შეამოწმა. ნორვეგიელ მოჭადრაკეს თან მამა და მენეჯერი ახლდნენ და როგორც ირკვევა, ჩენაიში არსებული სიტუაციით ისინი კმაყოფილნი დარჩნენ.
ცნობისთვის, მომავალი მატჩის საპრიზო ფონდი 3 მილიონი დოლარია. რეგლამენტის თანახმად, მონაწილეებს ეკრძალებათ ყაიმზე შეთანხმება 30 სვლამდე და ავადმყოფობის შემთხვევაში შეუძლიათ ორდღიანი ტაიმ-აუტის აღება. ბოლო პუნქტი რეგლამენტში კარლსენის მოთხოვნით შეიტანეს.