ჭადრაკი

14:21 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა ბლიცშიც იმარჯვა

კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა საკუთარი უპირატესობა რაპიდსა და ბლიცშიც დაამტკიცა. ნორვეგიელმა დიდოსტატმა დუბაიში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ჯერ რაპიდში იმარჯვა, შემდეგ კი – ბლიცში.

კარლსენმა 21 ტურში 17.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – რუს იან ნეპომნიაშჩის და ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას ქულით გაუსწრო.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ბაადურ ჯობავამ ბლიცში 11.0 ქულა მოაგროვა და 46-ე შედეგი აჩვენა, მიხეილ მჭედლიშვილმა კი 9.5 ქულით 83-ე პოზიცია დაიკავა.

 

0.116489