ჭადრაკი

14:35 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენი და არონიანი ლიდერობენ

ლონდონში გრძელდება პრეტენდენტთა ტურნირი 8 უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით, რომელიც წრიული სისტემით ორ წრედ მიმდინარეობს, მისი გამარჯვებული კი მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ ვიში ანანდს პლანეტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულში შეეცილება.

6 ტურის თავზე ტურნირს მსოფლიოში უმაღლესი რეიტინგის (2872) მქონე ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და სომეხი ლევონ არონიანი (2809) ლიდერობენ, რომელთა აქტივშიც 4.5-4.5 ქულაა. აღსანიშნავია, რომ მოწინავენი უახლოეს მდევრებს – რუს მოჭადრაკეებს პიოტრ სვიდლერს (2747) და ვლადიმირ კრამნიკს (2810) მთელი 1.5 ქულით უსწრებენ.

მე-7 ტურში კარლსენი აზერბაიჯანელი ტეიმურ რაჯაბოვს (2793) ეთამაშება, არონიანის მეტოქე კი კიდევ ერთი რუსი ალექსანდერ გრიშჩუკი (2764) იქნება.

პრეტენდენტთა ტურნირი 14 ტურად მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკი დახურვის დღეს, 2 აპრილს გაიმართება.

 

0.135036