კლასიკურ ჭადრაკში ნორვეგიელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა დუბაიში გამართული რაპიდის მსოფლიოს პირველობა ხომ მოიგო და ბლიცში ტურნირის პირველი დღის თავზეც ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.
კარლსენმა თერთმეტ ტურში 9.0 ქულა მოაგროვა და გერმანელ გეორგ მეიერს და ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას 0.5 ქულით უსწრებს.
6.0 ქულა გააჩნია ბაადურ ჯობავას, რომელიც ჯერჯერობით, 38-ე პოზიციაზე გახლავთ. გასულ პარტიებში ბაადურმა მაროკოელ ტისირს, ინდოელ სანდიპანს, რუს სავჩენკოს და სომეხ ანდრიასიანს სძლია, რუს გრიშჩუკს, ვიეტნამელ ნგუიენს, აზერბაიჯანელ მამედოვს და პოლონელ ვოიტაშეკს დაუზავდა, ხოლო ფრანგ ვაშიე-ლაგრავთან, სომეხ მოვსესიანთან და რუს მალახოვთან კი დამარცხდა.
5.5 ქულით 63-ე საფეხურზე დამკვიდრდა მიხეილ მჭედლიშვილი. მან მაროკოელი ტისირი, ყატარელი ალ-მოდიაჰკი, კანადელი ჰანსენი და უკრაინელი მოისეენკო დაამარცხა, ირანელებს – გაემის და მორადიაბადის და გერმანელ გლეკს დაუზავდა და 4 პარტია წააგო: ფრანგ ვაშიე-ლაგრავთან, ამერიკელ ბრეკენრიჯთან და რუსებთან – იუდინთან და გრიშჩუკთან.
20 ივნისს ბლიცში დანარჩენი 10 ტურის პარტიები შედგება და დახურვის საზეიმო ცერემონიალიც შედგება. მე-12 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ საფარლის ეთამაშება, მჭედლიშვილი კი თეთრებით – ბრაზილიელ ფიერს.