არგენტინის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელ კარლოს ტევესს გახმაურებული რომანი ჰქონდა მოცეკვავე და რეალური შოუების ვარსკვლავ კლაუდია სიარდონესთან. საქმე ქორწილამდეც იყო მისული, მაგრამ ტევესმა რატომღაც გადაიფიქრა და ლამაზმანი მიატოვა.
კლაუდიამ ეს ფაქტი დიდად არ განიცადა და მიტოვებით გამოწვეული მწუხარება თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობით გაიქარწყლა. სულ ახლახანს კი, კლაუდიას პიკანტური ფოტოები გამოაშკარავდა _ ლამაზმანი საკუთარ აივანზე ირუჯებოდა და ჩასაფრებულმა პაპარაცებმა სწორედ ამ დროს “ჩაავლეს”.
კლაუდიას არც ეს ფაქტი შეუცხადებია და არგენტინულმა ”ყვითელმა პრესამაც” პირველ გვერდებზე სიამოვნებით დაბეჭდეს ფოტოები.