ფეხბურთი

16:09 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი ევროპის ლიგას უმიზნებს

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი ევროთასებზე ყურადღების მოდუნებას არ აპირებს და ევროპის ლიგის მოგებაზე ფიქრობს.

“რაღა თქმა უნდა ევროპის ლიგის მოგება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ყოველი ჩვენგანისთვის მძიმე დარტყმა იყო. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩებში სათანადო განწყობით არ ვთამაშობდით და ამის გამო დავისაჯეთ” - განუცხადა ტევესმა Corriere della Sera-ს.

ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე “იუვენტუსის” მეტოქე თურქული “ტრაბზონსფორი” იქნება. თამაშები 20 და 27 თებერვალს გაიმართება.

0.1274