თუ გახსოვთ არგენტინის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, კარლოს როა, მაშინ ისიც გემახსოვრებათ, როგორ უცნაურად დაანება თავი ფეხბურთს ამ კაცმა. მართალია ფეხბურთიდან წასვლიდან ორი წლის შემდეგ მეკარეობა კვლავ გააგრძელა, მაგრამ “ის თამრო“ უკვე აღარ იყო.
ვისაც ეს უცნაური ამბავი არ გახსოვთ, გაგახსენებთ, რომ კარლოს როა ერთ-ერთი სექტის დიდი მიმდევარი გახლდათ და 21-ე საუკუნეს დადგომასთან დაკავშირებით, არგენტინელ გოლკიპერს აპოკალიფსის კოშმარული მოლოდინი დაეწყო. ამიტომ, ერთ დღესაც განაცხადა, რა დროს ფეხბურთიაო და ხელთათმანები შორს მოისროლა.
როდესაც მიხვდა რომ წარღვნა არ მოხდა, კვლავ დაბრუნდა ფეხბურთში, მაგრამ არგენტინის ნაკრების კარისაკენ არც კი გაახედეს.Hახლა ეს ჩვენი კარლოს როა (რომელიც ბლოგერი გახდა და პირად ბლოგზე საკმაოდ საინტერესო რამეებს წერს) თურმე ამბობს, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, ფეხბურთზე უარი ნაადრევად რომ ვთქვიო. ამბობს და ალბათ ცრემლებსაც აღვარღვარებს, მაგრამ გვიანია უკვე...