ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი, კარლოს დუნგა, ბოლო პერიოდში ინდური იოგით არის გატაცებული. დუნგა წლების მანძილზე იაპონიის ჩემპიონატში თამაშობდა და აღმოსავლურ ცხოვრების წესს, კულტურასა და ტრადიციებს მაშინ აუღო ალღო.
როგორც იცით, ინდური იოგა სხეულისა და სულის გაჯანსაღების ერთ-ერთ ყველაზე კარგ საშუალებად ითვლება და ევროპაშა და ამერიკაში ძალიან პოპულარულია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ სტატებში, იოგას 200-ზე მეტი სკოლაა გახსნილი, რაც თავის მხრივ ბევრ რამეზე მეტყველებს.
“სელესაოს“ ყოფილი მესაჭე, იოგას ვარჯიშებს ძირითადად საკუთარ სახლში ასრულებს. თუმცა თუ დრო აქვს, იოგას ცენტრებშიც დადის. მასთან ერთად, ინდურმა “სულის ვარჯიშებმა“ მისი მეგობრებიც გაიტაცა და როგორც კარლოს დუნგა ამბობს, მის ასაკში ფორმის შენარჩუნებას სწორედ იოგას საშუალებით ახერხებს.