ფეხბურთი

22:21 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალბერტო პარეირა რონალდინიოზე

 

ბრაზილიის ნაკრებში ლუიშ ფელიპე სკოლარის ასისტენტმა კარლოს ალბერტო პარეირამ რონალდინიოზე ისაუბრა. მან ახსნა, თუ რატომ აქვს მცირე შანსი რონალდინიოს 2014 წლის მუნდიალზე თამაშისა.

“საქმე მხოლოდ კონცენტრაციის დაკარგვაში როდია. უბრალოდ, მან არ გააგრძელა კარიერა იმ სახით, როგორიც ბრაზილიის ნაკრებში სათამაშოდაა საჭირო. როცა ნაკრებს ამხელა ტურნირი ელის წინ, რონალდინიოს მეტი ჟინი და მისწრაფება უნდა გამოეჩინა, საქმისთვის მეტი თავდადება მართებდა”.

ანუ, შანსი, ოღონდ მცირე, მაინც არსებობს.

0.121091