მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის კენჭისყრის შედეგის შეფასებისას განაცხადა, რომ თუ მის გუნდს ტურნირში გამარჯვება სურს, ყველა გუნდი უნდა დაამარცხოს.
“ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გვსურს, ყველა უნდა დავამარცხოთ, მათ შორის “ბაიერნიც”. მიუნხენურ გუნდთან ძალიან რთული ნახევარფინალები გველის, მაგრამ ჩვენთან თამაშიც ადვილი არაა. ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მას საუცხოო გუნდი ჰყავს” – იუწყება int.soccerway.com-ი ანჩელოტის სიტყვებს.