მადრიდის "რეალის" მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, "ბარსელონას" მწვრთნელს ევროპული ფეხბურთის არაფერი გაეგება. საქმე ისაა, რომ ტატა მარტინო გარეტ ბეილის ღირებულებით გაოცებულია და აღნიშნავს, რომ "ტოტენჰემის" ვარსკვლავში ამხელა ფასის გადახდა უბრალოდ თანხის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი, რაც მსოფლიოს უპატივცემულობაა.
"არ მესმის მისი. ტატას ევროპაში დიდხანს არ უმუშავია და ალბათ არ იცის საკუთარი კლუბის საქმიანობა. "ბარსელონამაც" ფულის მეშვეობით შეიძინა ფეხბურთელები და რაც მან თქვა, რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია", _ თქვა ანჩელოტიმ.
კარლო ანჩელოტი და ტატა მარტინო ერთმანეთის წინააღმდეგ "ელ კლასიკოზე" 26 ოქტომბერს წარსდგებიან.
გიორგი ბალახაძე