მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ოსასუნასთან” 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
“სამეფო კლუბს” 29 აპრილს მიუნხენში ადგილობრივ “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი ელის. ესპანელებმა პირველ შეხვედრაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მინიმალური ანგარიშით - 1:0 იმარჯვეს.
“მორატამ დღეს ბევრი იმუშავა, მაგრამ “ოსასუნას” დაცვის გავლა იოლი არ იყო. ვიმედოვნებ, ის ჩვენთან დარჩება. ეს მნიშვნელოვანია გუნდისთვის - ჩვენ ისიც გვჭირდება და ბენზემაც. კრიშტიანუ რონალდუ სათამაშოდ მზადაა. მან საკუთარი ძალების ირწმუნა და ახლა აბსოლიტურ მზადყოფნაშია. ბენზემას მდგომარეობაც გაუმჯობესდა. ის ხვალ (დღეს - რედ.) ივარჯიშებს და წესით სამშაბათისთვის მზად უნდა იყოს. ბეილმა თავი სუსტად იგრძნო და გადავწყვიტეთ, რომ ინდივიდუალურად ევარჯიშა. დარწმუნებული ვარ, ბენზემა, ბეილი და რონალდუ “ბაიერნთან” ითამაშებენ და რაც უფრო მალე გავიტანთ გოლს, მით უკეთესო” - თქვა ანჩელოტიმ.