ფეხბურთი

11:11 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ელ კლასიკოში “ნოუ კამპზე” “ბარსელონასთან” 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი ალბერტო უნდიანო გააკრიტიკა.

იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ წესების დარღვევა მხოლოდ რეფერიმ ვერ შენიშნა.

“მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. “რეალი” უკეთ თამაშობდა, მეტოქე წნეხში მოაქცია და მატჩის მსვლელობას აკონტროლებდა. იყო აშკარა თერთმეტმეტრიანი, რომელიც მხოლოდ მსაჯმა ვერ დაინახა. სერხიო რამოსი მოედნის ცენტრში ბალანსის დასაცავად დავაყენე. ამის წინააღმდეგი არც ფეხბურთელი იყო და პოზიციის შეცვლას დიდი სიამოვნებით დათანხმდა. მე არ ვთვლი, რომ დღეს სამი საყრდენით ვითამაშეთ. მოდრიჩი საყრდენი ნახევარმცველი არაა, ხედირას და რამოსს კი, დაცვის რგოლში ბალანსი შეჰქონდათ. “ბარსელონას” შემტევი ფეხბურთი არ უჩვენებია, მათ წინა ხაზზე მხოლოდ მესი და ნეიმარი ყავდათ. მთლიანობაში, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა” – გადმოგვცემს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

0.114946