ფეხბურთი

18:51 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლ-ჰაინც რუმენიგე: “თუ “ბაიერნს” ფული არ აქვს, ფეხბურთელს არ იყიდის”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ სატრანსფერო თანხა შეიძლება ნებისმიერი იყოს, თუკი კლუბს ამის შესაძლებლობა აქვს: “პლატინი ბევრს აკეთებს კლუბების ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ ევროპული კლუბების 60 პროცენტი ისევ საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან, - უთხრა რუმენიგემ ესპანურ Marca-ს, - სიტუაციას ალბათ მფლობელთა მენტალიტეტის შეცვლა თუ უშველის. მაგალითად, თუ “ბაიერნს” ფული არ აქვს, ფეხბურთელს არ ყიდულობს. ხავი მარტინესი 40 მილიონ ევროდ შევიძინეთ, მაგრამ ეს ფული გვქონდა და ვალები არ აგვიღია.

ყველაფერი შეძლებაზეა დამოკიდებული. მადრიდის “რეალმა” გარეთ ბეილი 100 მილიონად შეიძინა, მაგრამ ისინი ამზადებდნენ ამ ტრანსფერს. ჯერ ფეხბურთელები გაყიდეს, ფული მოაგროვეს და მერე შეიძინეს უელსელი. რატომ უნდა გავაკრიტიკოთ ამისათვის? თითქოს პრობლემა არ არის, მაგრამ უეფა მაინც შეშფოთებულია, რადგან ფინანსური თვალსაზრისით მთლიანად ესპანური ფეხბურთი საკმაოდ მძიმე დღეშია.”

0.103474