ინგლისელმა მოკრივემ კარლ ფროჩმა, მერვე რაუნდში მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო, რინგზე თავისი შეყვარებული - მოდელი რეიჩელ კორდინგლი მიიწვია და არც მეტი, არც ნაკლები ცოლობა სთხოვა.
კაროლმა, რა თქმა უნდა, თანხმობა განუცხადა სასურველ მამაკაცს, – მათ ხომ უკვე ორი საერთო შვილი – ბიჭი როკო და გოგონა ნატალი – აკავშირებთ.
ორთაბრძოლას, რომელიც ლონდონში, უიმბლიზე გაიმართა, 80 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. 36 წლის კარლ ფროჩმა თავის ტიტულებს ესეც მიუმატა და ახლა უკვე WBA – ს და IBF – ს ქამრებს ფლობს მეორე საშუალო წონით კატეგორიაში.