ფეხბურთი

21:16 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარგი “დინამო” და აურზაური გორში

წინა მიმოხილვაშიც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ ჩვენს გუნდებზე რაიმე გარკვეულის თქმა ჯერ ნაადრევია. თუმცა, რაღაც ტენდენციები უკვე გამოიკვეთა და ეს უპირველესად თბილისის “დინამოს” ეხება. გაახალგაზრდავებულმა “დინამომ” კახი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით სამიდან სამი თამაში მოიგო, ერთპიროვნულად გალიდერდა და ყველას დაანახა, რომ კვლავაც ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატი იქნება. მთავარი კი ისაა, რომ დინამოელები ლაღ, გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ და შესაძლოა, სწორედ ამ ფორმაციის გუნდი გახდეს ისეთი, გულშემატკივარს რომ მოენატრა. წლების განმავლობაში საეჭვო კვალიფიკაციის ლეგიონერების მოწვევამ შედეგი არ გამოიღო, გუნდი უშინაარსოდ და უსუსურად თამაშობდა. “აქტობესთან” ნაჭამი სირცხვილი კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ფიფიამ ლამის მთელი ძირითადი შემადგენლობა დაითხოვა.

დაითხოვა და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. უკვე ლიდერებიც გამოჩდნენ, განსაკუთრებით გიორგი პაპუნაშვილზე გვინდა ვთქვათ. შარშან ის ძირითად შემადგენლიბას ეჩვეოდა, წლეულს კი ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ირაკლი ძარიაც, რომელიც ზესტაფონში დუბლით გამოირჩა. ყოჩაღობს პარუნაშვილც, თუმცა ამ ბიჭებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო, რათა გაისად ევროთასებზე ღირსეულად წარსდგნენ.

ზედიზედ მეორე თამაში მოიგო “სპარტაკმა” და მესამე ადგილზე დადგა. “სამტრედია” კი ძლიერდება და ძლიერდება, მოგეხსენებათ, სამტრედიელთა პრეზიდენტი კარლო კალაძეა, ქვეყნის ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის მამა. ასე რომ, უახლოეს ხანში ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდოთ.

გუშინ “სამტრედიამ” მორიგი თრილერი მოაწყო “მიხეილ მესხზე” “სიონთან.” მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი იმერლები 2:0 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში რუსეთიდან ახლახანს დაბრუნებულმა დავით სირაძემ ორი გოლი გაიტანა და თავისიანები წაგებას გადაარჩინა.

წინა დღეს კი გორში “დილამ” ბათუმის “დინამოსთან” 0:1 წააგო. მატჩის მსვლელობისას სტადიონზე ინციდენტი მოხდა. მაყურებლებმა გასახდელისკენ მიმავალ მსაჯს პლასტიკური ბოთლები დააყარეს და ანგარიშსწორებით ემყუქრებოდნენ. მცირე გაწევ-გამოწა ტრიბუნებზეც მოხდა. გორელები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბეუქლიშვილის მიერ ორი ასპროცენტიან არდანიშნულ პენალტს მოჰყვა.

შემდეგ “დილას” მენეჯერმა გია ისიანმა გვითხრა: “დიდი იმედი გვაქვს, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტი სათანადო ზომებს მიიღებს, შეუძლებელია აღშფოთება არ გამოვხატოთ. მსაჯმა ბეუქლიშვილმა ორი ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო დაბალი კვალიფიკაციის შედეგი.

ყოველივე ამან ცუდად იმოქმედა მაყურებლის განწყობაზე, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მაგრამ ყველას აქვს ნერვები და ადამიანური ფაქტორიც გასათვალისწინებელია. იმედია, მსგავსი რამ აღარ განმეორდება.”

უჩა სოსიაშვილი (“დილას” მთავარი მწვრთნელი): “ორი პენალტი არ დაგვინიშნეს. განსაკუთრებით ვწუხვართ მეორე შემთხვევაზე, როცა მოწინააღმდეგეს ბურთი ხელზე მოხვდა. სხვათა შორის, ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის უფროსმა, ლევან მიქელაძემაც აღიარა, რომ თერთმეტმეტრიანი ნამდვილად იყო. ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თამაში ეს პენალტი რომ გაგვეტანა. ინციდენტსაც ავცდებოდით. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში მსაჯებიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. მარტო კლუბების დაჯარიმება როგორ შეიძლება?”

 

მე-3 ტური

24 აგვისტო

სიონი (ბოლნისი) – სამტრედია 2:2 (0:1)

გოლი: 0:1 ბაკურაძე (42), 0:2 დოლიძე (74), 1:2, 2:2 სირაძე (88, 90)

გაძევება: შალიკაშვილი (56, სამტრედია) 

 

შუქურა (ქობულეთი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კუჭუხიძე (45), 1:1 ჩელებაძე (53, პენალტით) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 0:0

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ივანიშვილი (57) 

 

კოლხეთი (ფოთი) – ზუგდიდი 1:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლომია (55), 1:1 ამბროლაძე (90) 

 

მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0  ჩიმაკაძე (35), 2:0 ფონიავა (47), 3:0 ჩიმაკაძე (78), 3:1 კვერნაძე (90) 

 

23 აგვისტო

დილა (გორი) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩირიკაშვილი (44) 

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 პაპუნაშვილი (6), 2:1 დვალი (52), 2:2, 2:3 ძარია (86, 88)

 

 

1.         დინამო თბ.                                       3                3 0            0 6:2 9
2. ბთ) 3 2 0 1 3:2 6
3. სპარტაკი 3 2 0 1 2:2 6
4. ჩიხურა 3 1 2 0 3:2 5
5. მეტალურგი 3 1 2 0 2:1 5
6. ტორპედო 3 1 1 1 4:3 4
7. დილა 3 1 1 1 2:1 4
8. სიონი 3 1 1 1 3:3 4
9. ჩიხურა 3 1 1 1 3:3 4
10. სამტრედია 3 1 1 1 3:4 4
11. ზესტაფონი 3 1 0 2 9:5 3
12. ვიტ ჯორჯია 3 1 0 2 2:2 3
13. მერანი 3 1 0 2 3:4 3
14. ზუგდიდი 3 0 2 1 2:3 2
15. გურია 3 0 2 1             0:6               2
16. კოლხეთი 3 0             1         2 1:5 1

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათაAმეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.126455