ფეხბურთი

19:11 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარდოსოს ინგლისში იწვევენ

“ბენფიკას” პარაგვაელი თავდამსხმელის ოსკარ კარდოსოს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის შეძენის სურვილს ინგლისური კლუბი გამოთქვამს.

“ბენფიკამ” იცის, რომ კარდოსოთი სხვა კლუბები არიან დაინტერესებულნი და გადაწყვეტილება პორტუგალიელებმა უნდა მიიღონ. ამჟამად, ჩემი კლიენტის მიმართ კონკრეტულ ინტერესს ინგლისიდან იჩენენ.” – ციტირებს კარდოსოს აგენტის, პედრო ალდავეს სიტყვებს Sky Sports-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, კარდოსოს შეძენის სურვილს “მანჩესტერ სიტი” გამოთქვამს, რომელიც მზადაა 30 წლის შემტევში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში, “ბენფიკას” მაისურით ჩატარებულ 46 თამაშში, კარდოსომ 33 გოლი გაიტანა.

0.120301