ფეხბურთი

18:37 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარდიფი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

საფეხბურთო კლუბ “კარდიფის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი მალკი მაკაი დაითხოვეს. უელსელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მისი შემცველელის ვინაობას უახლოეს ხანში დაასახელებენ.

41 წლის მაკაი “კარდიფში” 2011 წლიდან მუშაობდა და გასულ სეზონში გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა. მისი გათავისუფლების მიზეზი უელსელთა მიერ პრემიერლიგაში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახდა.  19 ტურის შემდეგ, “კარდიფს” 17 ქულა აქვს და პრემიერლიგის 20 გუნდში მე-16 ადგილი უკავია.

0.108966