ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე უელსური “კარდიფის” მეპატრონეები მზად არიან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების შესაძენად სოლიდური თანხა დახარჯონ.
უახლოეს პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ნორვეგიელ ოლე გუნარ სოლსკიაერს ოფიციალურად დანიშნავს და მას ახალი ფეხბურთელების შესაძენად 25 მილიონს გამოუყოფს.
The Telegraph-ის ცნობით, კლუბის მფლობელმა ვინსენტ ტანამ სოლსკიაერს უკვე მისცა პირობა, რომ ამ თანხას მიიღებს.
ვარაუდობენ, რომ “კარდიფი” “ბლექპულის” ნახევარმცველ ტომ ინსის შეძენას ეცდება, რომელმაც ამ გუნდში გადასვლაზე გასულ ზაფხულს უარი განაცხადა. კანდიდატთა შორის სახელდება “ჰერენვენის” თავდამსხმელი ალფრედ ფინბოგასონიც.