ფეხბურთი

21:07 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარანკა: “კასილიასი კონკურენტუნარიანია, მაგრამ...”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე აიტორ კარანკა აცხადებს, რომ მიუხედავად სათანადო ფორმის დაბრუნებისა, იკერ კასილიასი “სამეფო კლუბის” მომდევნო მატჩში არ ითამაშებს. მოურინიოს დამხმარის თქმით, ის ვერ იტყვის, რა მოხდება მომავალში.

“კასილიასმა კონკურენტუნარიანობა დაიბრუნა, მაგრამ ხვალ ის არ ითამაშებს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში.

ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. ტრავმის მორჩენის შემდეგ, იკერი ნაყოფიერად მუშაობს. მოხარულნი ვართ იმის გამო, რომ მას სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში გუნდის დახმარება შეუძლია.

ვინ იქნება გუნდის ძირითადი მეკარე? ეს ჩვენი თავისტკივილია. ყოველი თამაშის წინ, მეკარეების მომზადების დონეს შევისწავლით და გავაანალიზებთ. ვინც უკეთ იქნება მომზადებული, ის ითამაშებს.” – განაცხადა კარანკამ “ლევანტსთან” მატჩის წინ, რომელიც შაბათს გაიმართება.

“რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კასილიასი მატჩის განაცხადში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

0.111702