სეზონის დასრულების შემდეგ, “ლივერპულის” 35 წლის მცველი ჯეიმი კარაგერი კარიერას დაასრულებს და Sky Sports-ის ექსპერტთა ჯგუფს შეუერთდება. ამ არხზე ექსპერტები უკვე არიან გარი ნვილი, ჯეიმი რედნაპი, გრემ სუნესი და ალან სმიტი.
“Sky Sports-ს სისტემატიურად ვუყურებ. ამ არხის დიდი ქომაგი ვარ. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ იმ ხალხთან ერთად მუშაობას, რომლებიც მართლაც საქმის პროფესიონალები არიან. იქამდე კი, “ლივერპულში” თამაშზე ვარ კონცენტრირებული. სეზონი წარმატებით უნდა დავასრულოთ”, - განაცხადა კარაგერმა.
აღსანიშნავია, რომ კარაგერს “ლივერპულში” 730-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.