კლარენს ზეედორფის “მილანის” მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო გამოეხმაურა.
“ზეედორფი “მილანის” დამრიგებლად? მისთვის ეს ძალიან ადრეა. ჯერ სათანადო გამოცდილების მიღება სჭირდება” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “მილანის” ტვიტერი.
კლარენს ზეედორფი “მილანში” 10 წლის განმავლობაში (2002-2012 წლებში) თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ იმარჯვა. სულ კი ჰოლანდიელის ანგარიშზე ლიგის ოთხი ტიტულია. ამასთან, იგი ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგა სამი სხვადასხვა კლუბის სახელით აქვს მოგებული.