ფეხბურთი

20:42 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: “მესი-ნეიმარის დუეტის შეჩერება ძალიან ძნელი იქნება”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო “ბარსელონას” ახალი შემტევი წყვილის, მესისა და ნეიმარის შესახებ საუბრობს. რუსეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებლის თქმით, არგენტინულ-ბრაზილიური დუეტის შეჩერება ძალიან ძნელი იქნება.

“ნეიმარი ექსტრაორდინალური, უნიკალური ფეხბურთელია. მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, კარგი დარტყმა. ის კარგად ფლობს ორივე ფეხს. გარდა ამისა, ბრაზილიელმა პოზიციის სწორად შერჩევაც იცის.

ვფიქრობ, მესისა და ნეიმარის წყვილის შეჩერება ძალიან ძნელი იქნება. გოლის გატანა ორივე მათგანმა კარგად იცის. ეს მნიშვნელოვანია, თუ ყველა ტურნირის მოგებას აპირებ.” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Gოალ-ი.

ფაბიო კაპელო ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი იყო, როდესაც ლიონელ მესის თამაშის პირველად ნახვის შემდეგ, არგენტინელს უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა. ეს 2005 წელს მოხდა.

0.114384