რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აქტიური ფეხბურთიდან წავა.
"რუსეთის ნაკრებთან ჩემი ბოლო კონტრაქტია, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 71 წლის ვიქნები, ეს ის დროა, როცა უნდა შევწყვიტო სამწვრთნელო კარიერა. ფერგიუსონმა ზუსტად ასე გააკეთა, იგი 72 წლის იყო" _ განუცხადა კაპელომ R-Sports-ს.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფაბიო კაპელომ 7-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული გახდა და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგო.
გიორგი ბალახაძე