ფეხბურთი

14:30 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაპაროსმა “გრანადა” ჩაიბარა

ხოაკინ კაპაროსი “გრანადას” მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

კაპაროსმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გრანადელთა თავკაცის პოსტზე ლუკას ალკარასი შეცვალა.

58 წლის სპეციალისტმა “ლევანტე” სეზონის დასრულების მერე დატოვა, რადგან კლუბის ხელმძღვანელების მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის ფინანსურმა პირობებმა არ დააკმაყოფილა.

კაპაროსს “ლევანტეს” გარდა, “რეკრეატივოში”, “ვილიარეალში”, “სევილიაში”, “დეპორტივოში”,  “ბილბაოში”, “მალიორკასა” და შვეიცარიულ “ქსამაქსში” უმუშავია. 

0.111733