“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფორვარდმა, ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინიზე ისაუბრა. კანტონამ განაცხადა, რომ მისი თანამემამულე დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა ისეთივე პოლიტიკოსია, როგორც სხვები:
“მაგალითად, პლატინიმ მხარი დაუჭირა მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების იდეას. ეს რომ საფეხბურთო კუთხით არ მომხდარა, დიდი მკითხაობა არ სჭირდება. გასაგებია, მუნდიალი იქ ჩაატარო, სადაც ფეხბურთის განვითარებისთვის ეს სასარგებლო იქნება, მაგრამ ყატარში ხალხს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. შეგვიძლია გავიხსენოთ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ისრაელში, ან უკრაინაში გამართული ევრო-2012. ვიცით, რომ ამ ქვეყნებს მასპინძლობის უფლება დემოკრატიული პრინციპით არ მიუღიათ. ხვალ-ზეგ მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე ჩინეთში ჩაატარებენ” – ამბობს კანტონა.