შვედეთი დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხით, ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლება მთელს მსოფლიოში. შვედეთში უკვე ათ წელზე მეტია მოქმედებს კანონი, რომელიც სპორტსმენ ქალთა ჩაცმულობის თავისუფლებას უზრუნველყოიფს და კანონის მიხედვით, სპორტსმენი ქალები თავად უნდა წყვეტდნენ როგორი სტილის სამოსით შეიმოსონ.
კანონის მიღება 2000 წელს, სტოკჰოლმში მომხდარ ერთ შემთხვეას გამოუწვევია. შვედი ნაკლებად ცნობილი მოცურავე ქალი, ლენა გონერგი, თავის მეუღლეს მხოლოდ იმიტომ უცემია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოუსმენია, მავანი სექსუალურად მხნე ბერიკაცი, როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა ტელევიზორში ნანახი ელენას საცურაო ტრუსზე.
შვედეთში, ისევე როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, ე.წ. პრეცედენტული სამართალი მოქმედებს რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული კანონები ცუდი პრეცედენტების შემდეგ იქმნება. როგორც ჩანს, ქალ სპორტსმენთა ჩაცმულობის შესახებ კანონიც, სამართლის აღნიშნული ნორმის დამსახურებაა.