ფეხბურთი

12:23 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ პორტუგალიაში მოიგო

 

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე გამოდიან, უეფას ევროპის ლიგის მე-3 ტურში, სტუმრად პორტუგალიის “პაკუშ ფერეირა” 2:0 დაამარცხა.

კანკავა დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. კობახიძეს ტრავმა არ აქვს, მაგრამ პორტუგალიაში არ წაუყვანით. უჩა ლობჟანიძეს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი კი აკავშირებს, მაგრამ გუნდის საამსეზონო განაცხადიდან გამოიყვანეს.

“დნიპრომ” გოლები დასკვნით 10 წუთში გაიტანა. 83-ე წუთზე როტანმა ანგარიში გახსნა, ხოლო კონოპლიანკამ 86-ეზე საბოლოო წერტილი დასვა. E ჯგუფში უკრაინელები 6 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ “ფიორენტინას” 3 ქულით ჩამორჩებიან.

მახაჩყალის “ანჟიმ” რამენსკოეში ნორვეგიული “ტრომსიო” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. გია გრიგალავა მახაჩყალელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ანჟიმ” მე-19 წუთზე ბურმისტროვის მიერ გატანილი გოლით მოიგო.  მახაჩყალელებს 4 ქული აქვთ და K ჯგუფში, სადაც “ტოტენჰემი” ლიდერობს, მე-2 ადგილზე არიან.

ყაზანის “რუბინმა” სტუმრად ინგლისის “უიგანთან” 1:1 ითამაშა. სოლომონ კვირკველია ყაზანელებს ევროპის ლიგის განაცხადში არ შეუყვანიათ და შესაბამისად, ქართველი ცენტრალური მცველი 18-კაციან განაცხადი არ იყო. “რუბინი” მე-15 წუთზე პრუდნიკოვის გოლით დაწინაურდა, ხოლო მე-40 წუთზე ანგარიში პაუელმა გაათანაბრა. “რუბინი” 7 ქულით D ჯგუფს ლიდერობს.

 

0.112653