ფეხბურთი

17:23 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა სიმბოლურში ორი გამოცემის ვერსიით მოხვდა

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ერთბაშად ორი ინტერნეტპორტალის football.ua-სა და ua-football.com-ის ვერსიით მოხვდა.

“კანკავას შრომისუნარიანობასა და თითოეული ბურთისთვის ბრძოლას უკრაინის ჩემპიონატის ლიდერებთან მატჩებში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მატჩში კანკავამ მეტოქის ბევრი შეტევა შეაჩერა და ამისთვის რაიმე განსაკუთრებულ მეთოდებს არ იყენებდა. ეს საყრდენი ნახევარმცველისთვის ასეთ დაპირისპირებაში საუცხოო თამაშია. გაზაფხულის საწყის ორ მატჩში კანკავამ თამაშის წესები 12-ჯერ დაარღვია, მაგრამ ყვითელი ბარათი არ მიუღია” – იუწყება football.ua.

“ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველმა ლეგიონერმა თავისი მაღალი კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მოედნის ცენტრში კანკავამ და როტანმა დონეცკელთა შეტევების ნეიტრალიზაციისთვის და “დნიპროს” სწრაფი კონტრშეტევებისთვის ყველა პირობა შექმნეს. ჯაბამ სივრცე ტეიშეირას შეუზღუდა და ასევე, ფედეცკისა და მატეუსს აზღვევდა, როდესაც ისინი შეტევით “ერთობდნენ” - ნათქვამია ua-football.com-ის შეფასებაში. 

განვლილ ტურში, “დნიპრომ” სტუმრად “შახტარი” 2:0 დაამარცხა და კანკავამ შეუცვლელად ითამაშა.

0.122851