ფეხბურთი

16:31 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა – შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან პროდუქტიული

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ინტერნეტგამოცემა ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველ ლეგიონერს დნეპროპეტროვსკელთა ყველაზე შესამჩნევ ფიგურას ნაკლებად თუ უწოდებ. თუმცა, კანკავამ წყვილში როტანთან ერთად მოედნის ცენტრში დაუჯერებლად დიდი “შავი” სამუშაო გასწია –ზღვისპირელთა შეტევებს შლიდა, მეტოქეს ბურთს ართმევდა და თავისი გუნდის შეტევებს იწყებდა. ოდესელებთან მატჩში ჯაბამ ძალისმიერი ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და “ჩერნომორეცის” ისეთ ფეხბურთელებს გაუმკლავდა როგორიც ალექსეი გაი და კირილ კოვალჩუკი არიან, რაც იოლი საქმე არაა” – იუწყება ua-football.com-ი კანკავას შესახებ.

მე-11 ტურში, “დნიპრომ” საკუთარ მოედანზე ოდესის “ჩერნომორეცი” 2:0 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებული ვებგვერდის ვერსიით, კანკავა მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა.

და ბოლოს, საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ფინეთთან მატჩი გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

0.11629