ფეხბურთი

14:11 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა სავარაუდოდ 2-3 კვირას დაისვენებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, ალბათ, 2-3 კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა sport.ua იუწყება.

პოლტავის “ვორსკლასთან” შინ წაგებული (1:2) მატჩის მე-6 წუთზე, კანკავა დაშავდა და შეცვალეს. სავარაუდოდ, მას კუნთი გაუწყდა. თუმცა, ფეხბურთელს საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს ჩაუტარებენ და როგორც დიაგნოზი, ასევე გამოჯანმრთელების ვადა, ცნობილი ამის შემდეგ გახდება.

0.103773