შაბათს, სანამ “დნიპროსა” და ზაპოროჟიეს ‘მეტალურგის” მატჩი დაიწყებოდა, ჯაბა კანკავა დააჯილდოვეს. ჯაბას მედალი უკრაინის საგანგებო შემთხვევების სახელმწიფო სამსახურმა სტადიონზევე გადასცა იმ გმირობისთვის, რაც მან კიევის “დინამოსთან” მატჩის 23-ე წუთზე გამოიჩინა: როცა კიეველთა ფეხბურთელ ოლეგ გუსევს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინა.
უკრაინელმა გენერალ-ლეიტენანტმა უშუალოდ გადასცა კანკავას ეს საპატიო მედალი და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფად, წამებში მოქმედება.