დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, უეფას ევროპის ლიგის F ჯგუფის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე მილანის “ინტერთან” 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “დნიპრომ” გოლი 71-ე წუთზე დანილო დამბროზიოს დარტყმის შემდეგ გაუშვა. მასპინძლები 68-ე წუთზე რუსლან როტანის გაძევების შემდეგ მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ კანკავა ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროთასების მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობს.