ლეგენდარული ფეხბურთელის, ფაბიო კანავაროს განცხადებით, პლანეტის საუკეთესო ფებურთელი ლიონელ მესია. “მესიც და რონალდუც საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამ მომენტისთვის, არგენტინელი პორტუგალიელს ცოტათი სჯობს”, - ამბობს იტალიელი.
"რეალის" ყოფილი მცველი ასევე აცხადებს: "თავიდან, დიეგო მარადონამ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება ჩემზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ იყნენ სხვა დიდებული ფეხბურთელებიც, მაგალითად, ბრაზილიელი რონალდო, რომლის თამაშის ხილვა, 28 წლის ასაკშიც კი დიდი სიამოვნება იყო. რაც შეეხება მცველებს, ძალიან მომწონს ტიაგო სილვა. ბრაზილიელს კარგი ტექნიკა და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. დღესდღეისობით, სილვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია”.
შეგახსენებთ, რომ კანავარო აქტიური ფეხბურთიდან 2011 წელს წავიდა.
გიორგი ბალახაძე