იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო კანავარო სერია A-ში მოთამაშე კლუბის მწვრთნელობაზე ოცნებობს. ამჟამად ვეტერანი ფეხბურთელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ „ალ-აჰლის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.
„მიხარია, რომ გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება უკვე მაქვს. ამ ეტაპზე მთლიანად „ალ-აჰლიზე“ ვარ გადართული და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. სამომავლოდ კი იტალიაში დაბრუნება და სერია A-ს კლუბის სათავეში ჩადგომა მინდა. იმედია ეს დროც დადგება“ - განაცხადა კანავარომ.