წარსულში ცნობილი იტალიელი ცენტრალური მცველი ფაბიო კანავარო იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც მან ტურინის “იუვენტუსი” დატოვა. ტურინელთა ყოფილი უკანახაზელის თქმით, ის “ბებერი სინიორადან” არ გაქცეულა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, როდესაც “იუვე” სერია B-ში დააქვეითეს, არაერთ სხვა ფეხბურთელთან ერთად, კანავარომ სხვა გუნდს მიაშურა. იტალიელმა მცველმა “რეალი” აირჩია და იმავე წელს, ის “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.
“იუვენტუსიდან” არ გავქცეულვარ. უბრალოდ, საზღვარგარეთ გაყიდვა ვითხოვე. ეს გადაწყვეტილება კლუბთან ერთად მივიღე, ისევე, როგორც კიდევ არაერთმა ფეხბურთელმა.
ბევრი ფეხბურთელი ფულის გამო გაიყიდა. მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პატრიკ ვიეირა, მაგრამ არასწორია იმის თქმა, რომ გავიქეცით.” – აცხადებს ფაბიო კანავარო.