ფეხბურთი

8:52 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კამბიასომ “სამპდორია” იუარა

33 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ “სამპდორიაში” თამაში არ ისურვა. მილანის “ინტერის” ყოფილ ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს, მაგრამ გენუელთა წინადადება არ ხიბლავს.

“კამბიასოს ველაპარაკე, მაგრამ უარი მივიღე. იტალიაში თამაში აღარ სურს, რადგან “ინტერის” ერთგულია”, - განუცხადა “სამპდორიას” თავკაცმა სამპ მასიმო ფერერომ იტალიურ მედიას.

აღსანიშნავია, რომ კამბიასოს წინადადება მშობლიური “რივერ პლეიტიდანაც” აქვს. არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახლავთ და ახალ კლუბში გადასვლას უპრობლემოდ შეძლებს.

 

0.135838