ფეხბურთი

19:24 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კამბიასომ ჯოვინკოს მოუბოდიშა

მილანის “ინტერის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ “იუვენტუსის” შემტევს, სებასტიან ჯოვინკოს, უხეშად თამაშის გამო, ბოდიში მოუხადა.

შაბათს გამართული “იტალიის დერბის” მიწურულს, არგენტინელმა იტალიელის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. ჯოვინკო სერიოზულ ტრავმას კი გადაურჩა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, “ბაიერნის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ჯოვინკოს წინაშე ბოდიში მოვიხადე და ჩემის აზრით, მთავარი ესაა. დარწმუნებული ვარ, სებასტიანმა გამიგო. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ თუ ვინმეს მეტოქისთვის ტრავმის მიყენება სურს, ფეხზე ასე დაბლა არ ითამაშებს. უბრალოდ, ბურთზე თამაში დავაგვიანე.” – ციტირებს კამბიასოს სიტყვებს Goal-ი.

“ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული თამაშის (1:2) შემდეგ, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კამბიასომ ჯოვინკოს ბოდიშის მოსახდელად გასახდელში მიაკითხა. იტალიელმა სპეციალისტმა ასევე დაამატა, რომ ის არგენტინელს როგორც პატიოსან მოთამაშეს იცნობს.

0.119581