ფერადკანიანი ფეხბურთელი, სალომონ კალუ, ძალიან ამაყობს თავისი სატრფოს პოპულარობით და რამდენჯერმე კიდეც წაიტრაბახა, რომ მისი სატრფოს მსგავსი ლამაზი გოგონა ბევრ ფეხბურთელს არ ჰყავს. თუკი ფოტოებზე სოლომონთან ერთად გამოსახულ ასულს დავაკვირდებით, ვირწმუნებთ რომ ფეხბურთელის ტრაბახი მთლად უსაფუძვლო არაა.
სალომონ კალუს სატრფო, მოდელი ანედია აზაელი, 23 წლისაა და კარგა ხანი არ ამჟღავნებდა, რომ ცნობილ ფეხბურთელს ხვდებოდა. ამის მიზეზი ანედიას გაურკვევლობანი იყო. მოდელს ჯერ საბოლოოდ არ ჰქონდა ურთიერთობები დასრულებული ყოფილ ”ბოიფრენდთან” და არ სურდა ამ ყველაფერს სკანდალები მოჰყოლოდა.
სხვათა შორის, ანედია აზაელის დედაც ცნობილი ქალი იყო, თუმცა მისი პოპულარობა სულ სხვა რამით იყო განპირობებული. ანედიას დედა, ლულუ ვალისი, ეროტიკული ფილმების მსახიობი იყო და დედის ”საპატიო მოუცლელობის” გამო, ანედია ბებიასთან იზრდებოდა.